2017-06-22 11:48:36
"ციანიდის საქმეზე" კითხვები რჩება, ამიტომაც სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს აგრძელებს

ე.წ.ციანიდის საქმეზე კითხვები ყველას რჩება, ამიტომაც სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს აგრძელებს, - ამის შესახებ  სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

"კითხვები პირველი დღიდანვე არსებობს და საზოგადოებას მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ვეცდებით კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად გავუზიაროთ. მათ შორის იმ სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე, თუ კი ასეთს სასამართლოზე ადგილი ექნება", - განაცხადა ნანუაშვილმა. 

ამავე თემაზე