2017-05-25 14:21:58
"გადაწყვეტილება მიღებულია - საქართველო გახდება ნატო-ს წევრი" - უილიამ ლაჰიუ

გადაწყვეტილება მიღებულია - საქართველო გახდება ნატო-ს წევრი - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.

„ყველა მოკავშირე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მის მისწრაფებას შეუერთდეს ნატო-ს. თუ როდის მოხდება ეს, ჩვენ არ ვიცით, ეს ნატო-ს ცალკეულ ქვეყნებზეა დამოკიდებული, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია - საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. მთავარია პროგრესი და დავარწმუნოთ ისინი, რომ დროა, საქართველო ალიანსში მიიწვიონ“, - დასძინა უილიამ ლაჰიუმ. 

ამავე თემაზე