2017-05-23 19:04:57
"სასამართლო 7 წლის წინანდელ და ჩემთვის გაურკვეველ ამბავზე მედავება“ - მიქაძის კომენტარი

"პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი გელა მიქაძე აცხადებს, რომ საქმის კურსში არ იყო, თუკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მის წინააღმდეგ სასამართლო საქმე მიმდინარეობდა.

„ამ საემიროს ჰყავს შეიხი, რომელიც თავად არის მოსამართლეც, პროკურორიც და ბრალმდებელიც, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად იყო გამოტანილი. სასამართლო 7 წლის წინანდელ და ჩემთვის გაურკვეველ ამბავზე  მედავება“, - განაცხადა მიქაძემ. მისივე თქმით, ფლობდა კომპანიას, რომელიც 2010 წელს გაყიდა და ამ დრომდე ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ყოფილა.  

წყარო "მოამბე"

ამავე თემაზე