2017-04-27 23:52:57
2 464 298 ლარი - რა ღირს თბილისის საკრებულოს შენახვა?

„სამოქალაქო პლატდორმა-ახალი საქართველოს“ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ხაბეიშვილი თბილისის საკრებულოსთან დაკავშირებით ახალ კვლევას ასაჯაროვებს.

„თბილისის „ნოტარიუსთა პალატის“ 50 წევრის შენახვა, 2015-16 წლებში, ბიუჯეტს 2 464 298 ლარი დაუჯდა. საუბარია, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატებად წოდებულ პირებზე. ამ ხნის განმავლობაში, თბილისის საკრებულოს წევრებმა 273 475 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, რაც ლარებში თითქმის 550 000 ლარია. მათმა სამივლინებო ხარჯმა 2 წლის განმავლობაში, 367 540 ლარი შეადგინა. თუ წლევანდელს 3 თვის „მონაგარს“ დავუმატებთ ჯამში 402 885 ლარი დაგვიჯდა საკრებულოს დეპუტატების ვოუაჟები სხვადასხვა ქვეყნებში. არ არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც ასახავ, რაიმე შედეგსა და სიკეთეს, რომელიც მათმა „მივლინებებმა“ მოუტანა დედაქალაქს. 2015 წლიდან დღემდე საკრებულოს წარმომადგენლობითმა ხარჯმა (რესტორნები, მინერალური წყლები, ყავა, ჩაი და სხვა) 100 422 ლარი შეადგინა. ასევე საკრებულოს ვთხოვეთ, დოკუმენტალურად მოუწოდებინათ ინფორმაცია იმ შეხვედრებისა და აქტივობების შესახებ, რაც ამ ხნის განმავლობაში დეპუტატებს ჰქონდათ. ასევე მოვთხოვეთ საშვთა ბიუროდან ამონაწერი, რომელიც უზრუნველყოფდა ინფორმაციას, თუ რომელმა დეპუტატმა, რამდენი მოქალაქე მიიღო 27 თვის განმავლობაში. თუმცა ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ და საკრებულოს ოფიციალურ ვერბ-გვერდზე გადაგავმისამართეს. საიტის ძირფესვიანად დათვალიერების შემდეგ, ირკვევა, რომ გარე აქტივობები უმრავლესობის წევრ დეპუტატებს ფაქტობრივად არ ჰქონიათ და ასეთები თითზე ჩამოსათვლელია. მიუხედავად ამისა, საწვავის ხარჯი კოლოსაკურად დიდია და არ ასახავს მათ მიერ შესრულებული სამუშოს კოეფიცინეტს. როცა საკრებულოს მოვიხსენიებთ როგორ ნოტარიუსს, შეგახსენებთ შემდეგ ფაქტებს. ამ საკრებულომ და მათმა უმრავლესობამ თვალები დახუჭეს, ნარმანიას მიერ განხორცილებელულ პოლიტიკრ დევნაზე, რომელიც თანამშრომლების უმიზეზოდ გათავისუფლებაში გამოიხატება. (რასაც სასამართლოს ათობით გადაწყვეტილება ადასტურებს) თვალი დახუჭეს ჩაჭრილ თანამდებობის პირებზე, კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, პროკურორის შვილისთვის გადაცემულ თანხებზე, ნაზღაიძის მილიონზე, ბოტანიკური ბაღის გასხვისებაზე, პანორამა თბილისზე და ა.შ.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

ამავე თემაზე