დაკარგული მეზღვაურის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან შუამდგომლობას სთხოვს, რომ სამძებრო სამუშაოები არ შეწყდეს
2017-04-21 17:08:29 · ამობეჭდვა

შავ ზღვაში დაკარგული ქართველი მეზღვაურის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან შუამდგომლობას სთხოვს, რომ სამძებრო სამუშაოები არ შეწყდეს:

"ვთხოვთ მთავრობას, რომ დაგვეხმაროს. ფიზიკურად არ გვაქვს საშუალება, ორი ქვეყნის ურთიერთობიდან გამომდინარე, ადგილზე წავიდეთ. გვსურს, ჩვენმა მთავრობამ რუსეთის ხელისუფლებას მიმართოს თხოვნით, რომ ძებნას ნუ შეწყვეტს. დაკარგულის ძმა ადგილზე ჩავიდა და გვაქვს ინფორმაცია, რომ სამძებრო სამუშაოები წყდება. როგორც გავიგეთ, დაკარგულია ე.წ. კაფსულა, რომელშიც შესაძლოა დაკარგულები იმყოფებოდნენ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ცოცხლები არიან. ლაშა ქაჯაია 25 წლისაა,"- განაცხადა დაკარგულის ნათესავმა ნინო დუმბაძემ.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე