პლებისციტი შესაძლებელია
2017-04-21 16:50:26 · ამობეჭდვა

სახალხო დამცველი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას პლებისციტთან დაკავშრებით, შესაძლებლად მიიჩნევს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მოსახლეობის მოსაზრებები გასათვალისწინებელია:

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის დისკუსიის საგანი და მნიშვნელოვანია საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობა, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების. შესაძლებელია ასეთი ფორმატი იყოს გამოყენებული მოსახლეობის აზრის გასაგებად. ასეთი ინიციატივებით მნიშვნელოვანია, ზოგადად, იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის მოსაზრებები კონსტიტუციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.







გაზიარება და მოწონება