"ნახევარი საქართველო გამოვკეტოთ ციხეში...სასამართლოსადმი პატივისცემა უნდა გაზარდოს პირველ რიგში სწორედ სასამართლომ"
2017-04-21 16:14:51 · ამობეჭდვა

სასამართლოსადმი პატივისცემა უნდა გაზარდოს პირველ რიგში სასამართლომ - აცხადებს სახალხო დამცველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ევა გოცირიძის ინიციატივის კომენტირებისას.

„საინტერესოა, რატომ სხვა ჯგუფებზე არ არის მსგავსი ინიციატივა, რატომ არ უნდა დავიცვათ მაშინ ნებისმიერი პოლიციელი, ჟურნალისტი ან ჯარისკაცი? მაშინ შემოვიღოთ აბსოლუტურად ყველა პროფესიულ ჯგუფებზე მსგავსი შეზღუდვები და ნახევარი საქართველო გამოვკეტოთ ციხეში. მე ვერ მოვისმინე ვერანაირი არგუმენტი თუ რატომ არის ასეთი ცვლილების განხორციელება აუცილებელი. სასამართლოსადმი პატივისცემა უნდა გაზარდოს პირველ რიგში სწორედ სასამართლომ და იმ გადაწყვეტილებებმა, რომელიც იქნება სამართლიანი და საზოგადოებას გაუჩენს მეტ ნდობას სასამართლო ინსტიტუტის მიმართ“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.







გაზიარება და მოწონება