ომბუდსმენი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას ნეგატიურ შეფასებას აძლევს
2017-04-21 16:12:35 · ამობეჭდვა

საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა ფორსირებულ რეჟიმში და ეს იმსახურებს ნეგატიურ შეფასებას - აცხადებს სახალხო დამცველი კომისიის მიერ მომზადებულ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტზე საუბრისას:

„ნეგატიურ შეფასებას იმსახურებს კომისიის მუშაობის ფორსირებული რეჟიმი, რომელიც არ იძლევა პროცესში სრულყოფილი მონაწილეობის შესაძლებობას. კონსტიტუციის გადასინჯვა უნდა მიმდინარეობს ისე, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მოსაზრებების წარდგენის და პოზიციის დაფიქსირებისთვის ადეკვატური დრო და შესაძლებობა. ამასთან, ბუნდოვანია თავად გადაწყვეტილების მიღების წესიც. არსებული შეთანხმების მიხედვით გადაწყვეტილებები უნდა მიღებულიყო კონსესუსის საფუძველზე, თუმცა კომისიის მუშაობის შედეგად, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში აღმოჩნდა ისეთი დებულებები, რომელთა მიმართაც სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის კონსესუსი არ შემდგარა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.







გაზიარება და მოწონება