კრიტიკის დასაშვები ზღვარი - ევა გოცირიძე მედიისთვის შეზღუდვებს ითხოვს - "ესე ვეღარ გაგრძელდება" (ვიდეო)
2017-04-21 15:34:59 · ამობეჭდვა

იუსტიციის საბჭოს წევრები მოსამართლეების შეურაცხყოფის დასჯად ქმედებად გამოცხადებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ბოლო დროს პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებები გამოხატვის თავისუფლებას სცდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ევა გოცირიძეს ძირითადი შენიშვნა ჟურნალისტების მიერ მოსამართლეების მიმართ არაკორექტული გამონათქვამების გამო აქვს.

„ჩვენ ახალა აქ უმეტესაც ჟურნალისტების მიერ გამოყენებული გამონათქვამები გამოვიყენეთ, თუმცა აქ სინამდვილეში, მრავალი პოლიტიკოსის მიერ, მათ პოპულისტ პოლიტიკოსებს დავარქმევდი, არის ხშირად გამოყენებული ასეთი რამ, რაც მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა ევა გოცირიძემ.

მედიის წარმომადგენლებს აკრიტიკებს იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთი წევრო შოთა გეწაძეც:

„ვართ მომსწრენი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა, როდესაც ხდებოდა მოსამართლეთა არა კრიტიკა, არამედ ლანძღვა, მათი პიროვნული შეურაცხყოფა, რასაც ზოგიერთი მედიის წარმომადგენელი უწოდებს კრიტიკას, ის არის ლანძღვა,“ - აცხადებს შოთა გეწაძე.







გაზიარება და მოწონება