ოქუაშვილის დაკითხვა - "ომეგას" საქმე
2017-04-21 15:14:00 · ამობეჭდვა

ტელეკომპანია "იბერიას" საქმეზე "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს და ამავე ტელევიზიის მფლობელს კითხავენ. პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

საქმეზე ბრალი იმდროინდელ გენერალურ პროკურორს ზურა ადეიშვილს და მის მოადგილეს აქვთ წარდგენილი. გამოძიების ინფორმაციით, 2004 წლის თებერვალში სპეცდანიშნულების რაზმი ზაზა ოქუაშვილის კუთვნილ ყველა კომპანიაში შევიდა, მათ შორის ტელეკომპანია იბერიაშიც. ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულმა ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ, გიორგი ლაცაბიძემ ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება განიზრახეს და ტელეკომპანიის ლიცენზიის სანაცვლოდ, სხვა კომპანიებიდან სპეცდანიშნულების რაზმის გაყვანას დაპირდნენ. ამ ეტაპზე სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს და ბრალდების მოწმეები იკითხებჯან.







გაზიარება და მოწონება