2017-03-28 19:46:00
აფეთქება რუსთავში-დაშავებულია ორი ადამიანი

აფეთქება რუსთავში-კომპანია "ჯეოსთილის" მეტალურგიულ ქარხანაში ფოლადსადნობი ღუმელი აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ორი მუშა, მათ სახისა და კიდურების დამწვრობა მიიღეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები  რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულებს მე-3 და მე-4 ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ. შესაძლოა მათი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაყვანა გახდეს საჭირო. 
 

ამავე თემაზე