2017-02-19 04:43:18
ბასილაშვილი მემფისის საერთაშორისო ჩემპიონატის ფინალშია

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ღია ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში მან მსოფლიო რეიტინგში 103-ე ადგილზე მყოფი, ყაზახი მიხაილ კუკუშკინი ორ სეტში 7:6, 6:1 დაამარცხა. ფინალში ბასილაშვილის მეტოქე რაიან ჰარისონსა და დონალდ იანგს შორის გამარჯვებული იქნება. 
მემფისის ღია ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 642 ათასი დოლარია.

ამავე თემაზე