2017-02-12 14:13:31
ოზურგეთის რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს

ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში დაუდგენელმა პირებმა  40 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული, რომლის ვინაობა ადგილობრივებისთვის უცნობია, მრავლობითი ჭრილობებით ოზურგეთის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.შემთხვევის ადგილზე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. 

 

ამავე თემაზე