2017-01-18 12:03:29
NDI: 73%-ისთვის საპარლამენტო არჩევნებში ინფორმაციის მთავარი წყარო ტელევიზია იყო

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე-გქონდათ თუ არა საკმარისი ინფორმაცია პარტიებისა და კანდიდატების შესახებ, გამოკითხულთა 85% პასუხობს, რომ ინფორმაცია ჰქონდა. გამოკითხულთა 13% ამბობს, რომ ინფორმაცია არ ჰქონია, ხოლო 1%-ს აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

კითხვაზე - რა იყო პარტიებისა და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მთავარი წყარო, გამოკითხულთა 73%-ს მიაჩნია, რომ ეს იყო ტელევიზია. გამოკითხულთა 6% მიიჩნევს, რომ მთავარი წყარო ინტერნეტი იყო. 6%-ის აზრით, ინფორმაციის მთავარი წყარო მეზობლები და მეგობრები იყვნენ, ხოლო 5%-სთვის ეს იყო ბუკლეტები, ბროშურები და ბანერები.

კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

ამავე თემაზე