2017-01-16 09:22:28
"გაჟღერებული რეფორმები ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მინიმალიზაციას, რაც იმ ადამიანებს გააჩნდათ"-კახა კალაძე ლარიზაციის გეგმაზე

ის რეფორმები, რომელიც იქნა გაჟღერებული და რომელიც განხორციელდება გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას-ეს განცხადება, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გააკეთა. ვიცე-პრემიერმა ე.წ. ლარიზაციის გეგმაზე ისაუბრა, რომელიც ხვალიდან შედის ძალაში. 

მთავრობაში ამბობენ, რომ მთავრობის ეკონომიკური გეგმა მოსახლეობის პრობლემების მინიმალიზებას მოახდენს. 

„ის რეფორმები, რომელიც იქნა გაჟღერებული და რომელიც განხორციელდება გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, იმ პრობლემის მინიმალიზაციას, რაც იმ ადამიანებს გააჩნდათ, ვისაც კრედიტები ჰქონდათ ბანკებში და ზოგადად, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ლარიზაციის პროგრამა იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებსაც სესხები 2015 წლის პირველ იანვრამდე ჰქონდათ აღებული და მათი წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათასს. სესხის დოლარიდან ლარში გადაყვანის შემთხვევაში, კურსის სხვაობიდან 20 თეთრს ბიუჯეტი დაფარავს. 

ამავე თემაზე