ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
საქართველოს დასათმობი არაფერი ჰქონდა - კალაძის მოადგილე
2017-01-12 13:07:24 · ამობეჭდვა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის განცხადებით, "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულებით, რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა არ მომხდარა და საუბარი დათმობაზე აბსურდულია. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულება აღარ არსებობდა საქართველოს დასათმობი აღარაფერი ჰქონდა.

„როდესაც ვლაპარაკობთ რაღაცის დათმობაზე, ჩვენ არც არაფერი არ გვქონია პირველი იანვრიდან იმიტომ, რომ კონტრაქტი დასრულდა და ის მოქმედებაში არ იყო. მეორე საკითხია რამდენად გვქონდა ბერკეტები ისევ იმ პირობებზე დაგვეთანხმებინა რუსეთი, ასე უფრო სწორი იქნება ფორმულირება, ვიდრე რაღაცა დავთმოთ. გადაწყვეტილების არმიღება ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნებოდა კონტრაქტი და ეს იქნებოდა ისევ გაურკვევლობა, კიდევ რაღაცა ჭიდაობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი ფინანსური ნეგატივის შედეგის დადგომით მომავალში, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ავცდებოდით სამართლებრივ დავებს, როგორც ბევრი ქვეყანა დღეს დაობს იმ პირობების სამართლიანობაზე, რომელიც მათ ხელშეკრულების მოწერით ან არმოწერით მიიღეს,“-განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.







გაზიარება და მოწონება