ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ხანმოკლე ვიზიტის დეტალები
2017-01-12 12:53:17 · ამობეჭდვა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ხანმოკლე ვიზიტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ ქერის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ზალკალიანის თქმითმ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ:

”ეს იყო ერთსაათიანი გაჩერება თბილისში და ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა იმ განვითარებაზე, რომელიც საქართველოშია, სახელმწიფო მდივანს მივაწოდე ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, იმ რეფორმებზე, ეკონომიკურ და დემოკრატიულზე, რაც საქართველოში ხორციელდება. პირადად მადლობა გადავუხადე საქართველოს მთავრობის სახელით იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ბოლო წლებში გამოიჩინა საქართველოსთან მიმართებაში. სახელმწიფო მდივანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის საქმიანობას ქვეყანაში ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალსაზრისით”, - განაცხადა ზალკალიანმა.







გაზიარება და მოწონება