ღამის კლუბებთან დაკავშირებით განცხადებას ნარმანიაც აკეთებს
2017-01-12 12:49:55 · ამობეჭდვა

პრემიერის განცხადებას ღამის კლუბებთან დაკავშირებით თბილისის მერიც გამოეხმაურა. დავით ნარმანიამ გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელი განცხადება შეაფასა, როგორც დროული და აღნიშნა, რომ თუ რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს ადგილი, უნდა აღიკვეთოს. მისივე თქმით, დედაქალაქის მოსახლეობის მხრიდან ამ საკითხზე პერიოდულად ისმის წუხილი.

„პრემიერის დავალება იყო დროული და ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საკითხი იყოს შესწავლილი და თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს ადგილი, უნდა იქნას აღკვეთილი“, - განაცხადა ნარმანიამ.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე