ექიმი: მინდია გოგოჭურის დაკითხვა შესაძლებელია
2017-01-12 12:16:34 · ამობეჭდვა

მინდია გოგოჭური სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკითხავთ. როგორც მკურნალმა ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, გოგოჭური და მისი მეგობარი სიტუაციიდან გამომდინარე, ადეკვატურები არიან და მათი დაკითხვა ოჯახის, ახლობლების ნებართვით შესაძლებელია.

რაც შეეხება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმის განცხადებით, გოგოჭურისა და მისი მეგობრის, მიხეილ თათრიშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ორივე მათგანი პალატაშია გადაყვანილი.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე