პრეზიდენტის სიძე ფეხშია დაჭრილი
2017-01-12 11:18:21 · ამობეჭდვა

პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს ცეცხლნასროლი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. ის ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება, სადაც გასულ ღამეს ოპერაცია ჩაუტარდა. გოგოჭურის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსნებთ, რომ მინდია გოგო ჭური გასულ ღამეს, საბურთალოს ქუჩაზე დაჭრეს. მასთან ერთად დაჭრილია მისი მეგობარიც, რომელსაც ჭრილობა ბეჭის არეში აქვს მიყენებული. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბლურია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.





გაზიარება და მოწონება