„პრემიერის განცხადებები იყო სასაცილო და სამარცხვინო"
2017-01-12 10:33:09 · ამობეჭდვა

პრემიერის განცხადებებს ღამის კლუბებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კანონმდებლები აფასებენ. ოპოზიციაში გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას "სამარცხვინოს" და "პოპულისტურს" უწოდებენ:

„პრემიერის განცხადებები იყო სასაცილო და სამარცხვინო. როგორც ჩანს ვერ გააცნობიერა პრემიერმა რა თემაზე უნდა ისაუბროს იმ ტრიბუნიდან, რომელსაც ჰქვია მთავრობის სხდომა. პირველი განცხადება იყო აბსურდული და მეორე განცხადება იყო კიდევ უფრო აბსურდული. ძალიან სამწუხაროა რომ უმაღლესი თანამდებობის პირი გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობს ასეთ თემაზე, აშკარად პოპულისტური მიზნების მისაღწევად,“-აცხადებს "ენმ"-ს ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე.







გაზიარება და მოწონება