გაზპომთან გაფორმებული ხელშეკრულების საიდუმლო კომერციული ნაწილი
2017-01-12 10:24:03 · ამობეჭდვა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილი განცხადებით რუსულ გაზპომთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის საფასური კომერციული საიდუმლოებაა. მისივე თქმით

მთვარობამ შარშან, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რუსულმა მხარემ ცალსახა პოზიცია დაფიქსირდა, რომ შემდეგ წელს აღარ დათანმხდებოდა ანალოგიურ წინადადებას და ისევ დააყენება მონეტიზაციის საკითხს. ვალიშვილი აცხადებს რომ რუსული მხარისგან მითითება იყო საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომელიც ნამდვილად გულისხმობს მსგავსი ტიპის კონტრაქტებში არა ნატურით, არამედ ფულადი სახით ანაზღაურებას.

”ჩვენ მონეტიზაციაზე თავისთავად წინააღმდეგი არ ვიყავით, თუმცა ჩვენი მიზანი იყო მიგვეღო მაქსიმალური შესაძლო ფინანსური სარგებელი. ეს შედეგი იქნა იმ ფორმით მიღებული, რაც დღეს მივიღეთ.კონკრეტულ თანხას, რასაც ტრანზიტში მივიღებთ ვერ დაგისახელებთ, ეს კომერციული საიდუმლოებაა და როგორც წესი ასეთ კონტრაქტებში ტრანზიტის საფასური არის საიდუმლო. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ანაზღაურება, რაც კი შეიძლება ამ მომსახურებაში, ამ ინდუსტრიაში და გადახდის ამ პრაქტიკაში არსებობდეს. რასაკვირველია ეს არ არის 10% რასაც აქამდე ვიღებდით, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაღალი ფასი.გასული წლის მანძილზე დაახლოებით 180 მილიონი კუბური მეტრი უფასო ბუნებრივი აირი მივიღეთ სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ. რაც შეეხება მოცულობების შეძენას, ჩვენი ძირითადი მოცულობების 90%-ზე მეტის მოწოდება ხდება აზერბაიჯანიდან. აქ საუბარია ორ მილსადენზე, შაჰ-დენიზიდან მიღებულ ბუნებრივ აირზე და ეგრეთწოდებული "ყაზახის" მილსადენიდან. რუსეთისგან დამატებითი მოცულობების შეძენა ამ კონტრაქტის მიხედვით ჩვენ შეგვეძლება ათასი კუბური მეტრის $185-ად, რაც ბუნებრივია არ არის ცუდი ფასი. ეს გაზი არ არის ასე ვთქვათ კომერციული სექტორისთვის განკუთვნილი, ეს არის დეფიციტის დასაბალსნებლად.ჩვენ გარკვეული გარდამავალი პერიოდი მოვითხოვეთ, ამ ცვლილებიდან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ ხელახალი დაბალანსება მოცულობების. ამაზე რუსული მხარე დაგვთანხდა, 2017 წელს ეს იქნება ჰიბრიდული ვარიანტის გარიგება 2018 წლიდან კი სრულად ფულად ანაზღაურებაზე გადავალთ. - განაცხადა ვალიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.







გაზიარება და მოწონება