ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
”უფრო გახალისდება, თუკი იგი წელსვე მოიპოვებს უფრო მშვიდ სავარძელს” - მერი თუ პრეზიდენტი?
2017-01-12 10:06:26 · ამობეჭდვა

"რეზონანსთან" ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "გაზპრომსა" და საქართველოს შორის შეცვლილ უროერთობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ენერგეტიკის მინისტრს ბევრი რამ აქვს ასახსნელი. პირველ რიგში კი ის, თუ რატომ დათანხმდა კომპანიის შემოთავაზებას ახლა, როდესაც წინა წლებში ამის წინააღმდეგ მიდიოდა. სოსო ცისკარიშვილი ინტერვიუში ვიცე-პრემიერის შესაძლო მომავალ პოლიტიკურ გეგემბეც საუბრობს.

”ბატონი კალაძის ასეთი აღტკინებული გამომეტყველებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ 2018 წელს ის ენერგეტიკის მინისტრი აღარც იყოს. კიდევ უფრო გახალისდება, თუკი იგი წელსვე მოიპოვებს უფრო მშვიდ სავარძელს. მაგალითად, თბილისის მერისას. თუკი მადა უფრო გაეზარდა, იქნებ 2018-ში მზერა პრეზიდენტის სავარძლისკენაც გაექცეს. სხვა საკითხები, რასაკვირველია, განსჯის საგანი იქნება. პროფესიონალმა თავდამცველმა, არა მხოლოდ ფეხბურთში, მისთვის ამ ძალიან სასიამოვნო ამბის ჩამოტანისას აეროპორტშივე ბრძანა, რომ ამ თემას არც ერთი ექსპერტი არ ფლობს, რომ მათ პროექტთან შეხება არ აქვთ, არაკვალიფიციურები არიან და შესაბამისად, არაფერი ეკითხებათ. მოდით, ბატონი კახი სხვა კუთხითაც შევაფასოთ - ის თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია, რომელსაც ზოგჯერ საკუთარ კარში გოლების გატანა უწევს, შეიძლება, ამჟამადაც გარკვეული ზეწოლის მსხვერპლი იყოს. ვაითუ ბატონი კალაძეც ვინმეს ზეწოლის ქვეშაა?” - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა რეზონანსთან საუბარში.







გაზიარება და მოწონება