პრეზიდენტის სიძისა და მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
2017-01-12 10:03:55 · ამობეჭდვა

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სტაბილურია ასევე გოგოჭურის მეგობრის მდგომარეობაც. არსებული ინფორმაციით, გოგოჭურს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში აქვს მიყენებული, ხოლო მისი მეგობარი ბეჭის არეშია დაჭრილი.

შეგახსენებთ, რომ მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი გასულ ღამეს, ბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება შსს-მ დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.







გაზიარება და მოწონება