ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
დიდი გასვლა ,,ნაციონალური მოძრაობიდან"- ,,ევროპული საქართველო" განცხადებას დღეს გააკეთებს
2017-01-12 00:01:49 · ამობეჭდვა

,,ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. ბოკერია- უგულავა- ბაქრაძის ფრთის წევრები, დღეს, 15:00 საათზე, პარტიიდან გასვლის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიფინგზე დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და სხვა ლიდერებიც იქნებიან. წინასწარი ინფორმაციით, განცხადების შემდეგ უკვე ყოფილი ნაციონალები საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია ,,ევროპული საქართველოს" სახელს დაირქმევენ და სავარაუდოდ, მათი საპარლამენტო დეპუტაციაც საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას ამ სახელით გააგრძელებს.

სახელი ,,ევროპული საქართველო" პოლიტიკურ გაერთიანებას იმის საშულებას აძლევს, რომ როგორც კვალიფიციურმა სუბიექტმა საბიუჯეტო დაფინანსება მიიღოს. ჯერ-ჯერობით უცნობია, სად იქნება ახალი გაერთიანების ოფისი ან ვინ გახდება მათი თავმჯდომარე . ასევე უცნობია, მოქმედი საპარლამენტო უმცირესობის კონფიგურაციის ცვლილების შემდეგ იარსებებს თუ არა პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობა.







გაზიარება და მოწონება