პოლიციამ "გირჩი" აპლოდისმენტების ფონზე დატოვა (ვიდეო)
2017-01-11 18:27:33 · ამობეჭდვა

სამართალდამცველებმა "გირჩის" ოფისი დატოვეს. პოლიცია ოფისიდან პარტიის მხარდამჭერებმა ტაშით გააცილა. სამართალდამცველებმა პარტიის ოფისიდან საგამოძიებო მოქმედებებისთვის საჭირო სპეციალური წესით შეფუთული მცენარეები გაიტანეს. დაკავებული არავინაა. როგორც პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, გამომძიებლებმა თითოეული ქოთანი აღწერეს და წაიღეს. მისივე თქმით, პოლიციელები მუშაობის პროცესში კორექტულად იქცეოდნენ და კომენტარს არ აკეთებდნენ.

შეგახსენებთ, რომ "გირჩის" ოფისში სამართალდამცველები და ექსპერტ კრიმინალისტები დილიდან იმყოფებოდნენ.







გაზიარება და მოწონება