რუსი ექსპერტები ქართულ რძის პროდუქტებს თბილისში შეამოწმებენ - შეხვედრა მოსკოვში
2017-01-11 17:43:17 · ამობეჭდვა

სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსი ზურაბ ჩეკურიშვილი მოსკოვში, მის რუს კოლეგას სერგეი განკვერტს შეხვდა. რუსეთის ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის სამსახურს ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე ჩეკურიშვილმა გაახმოვნა ქართული მხარის ინტერესი მიაწოდოს რუსულ ბაზარს ქართული ყველი და რძის პროდუქტები. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ქართულ საწარმოებს რუსი ექსპერტები უახლოეს მომავალში შეამოწმებენ. ქართულმა მხარემ თავის მხრივ, ინფორმაცია მიაწოდა რუსულ მხარეს, რომ თბილისი დაინტერესებულია რუსული მარცვლეული კულტურების ხარისხით, ქართულ ბაზარზე მათი შემდგომი მიწოდებისთვის.







გაზიარება და მოწონება