საქართველო "გაზპრომთან" დათმობაზე არ წასულა - კალაძის განცხადება
2017-01-11 15:36:44 · ამობეჭდვა

ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ საქართველო "გაზპრომთან" მოლაპარაკებების დროს პოზიციების დათმობაზე არ წასულა.

„ჩვენ დღეს ხელშეკრულება არ გვაქვს. მას 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა. თქვენ იცით, რომ მათი მოთხოვნა იყო გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, ტრანზიტის საფასურის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებოდით, ჩვენ შეგვეძლებოდა გაგვეგრძელებინა ბუნებრივი აირის წამოღება არაკანონიერად, ანუ მოგვეპარა მილში გატარებული ბუნებრივი აირი. შემდეგ ამას მოჰყვებოდა სასამართლო დავა და ეს გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის,“-განაცხადა კახა კალაძემ.







გაზიარება და მოწონება