ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა... იკვეთება პირადი ინტერესიც - გოცირიძე მთავრობის მიღებულ გადაწყვეტილებაზე
2017-01-11 15:02:42 · ამობეჭდვა

„მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის მოღალატური. აჩვენებს, რომ ხელისუფლება ექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ,"- ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

გოცირიძის თქმით, მთავრობამ კაპიტულაცია მოახდინა და გაზპრომთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში პირადი ინტერესებიც იკვეთება.

,,ყველა არგუმენტი, რაც შარშან ჰქონდა მთავრობას „გაზპრომთან“ დათმობაზე წასვლის გასამართლებლად, ამოწურულია. შაჰდენიზის საერთაშორისო კონსორციუმმა 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი გამოგვიყო დამატებით და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენშიც გატარების უფლება მოგვცა. მიუხედავად ამისა, მთავრობამ კაპიტულაცია მოახდინა. აქ იკვეთება პირადი ინტერესებიც და ამას ადრე თუ გვიან ფარდა აეხდება. რუსეთის შემდგომი სამიზნე თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემა იქნება, რომელიც „ყაზტრანსგაზის“ საკუთრებაშია. ამის შემდეგ კი რკინიგზა. ესაა მცოცავი ეკონომიკური ანექსია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ







გაზიარება და მოწონება