კალაძემ "გაზპრომთან" ივანიშვილისთვის სასარგებლოდ ხელშეკრულება გააფორმა - ჩალაგაშვილი
2017-01-11 14:53:18 · ამობეჭდვა

"ახალი საქართველოს" ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი "გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას საგანგებო განცხადებით ეხმაურება:

„ამ ხელშეკრულებით საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა, რომ ისინი სრულად არიან დამოკიდებულები პუტინის ბრძანებებსა და ნება სურვილზე. კახი კალაძის განცხადება, თითქოს ეს არის საუკეთესო შემოთავაზება რუსეთის მხრიდან, არის ფარსი და ტყუილი. ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულმა ხელისუფლებამ, აღნიშული ნაბიჯი მისი უშუალო ხელმძღვანელის ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე გადადგა.“- განაცხადა ჩალაგაშვილმა.

„ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ხელისუფლების მიერ გაზპრომთან გაფორებული ხელშეკრულება არის სახელმწიფოსა და მომავალი თაობების წინააღმდეგ გაფორმებული აქტი. ჩალაგაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი არის გაზპრომის ყველაზე მსხვილი აქციონერი, საქართველოს მთვარობა კი ამ ხელშეკრულებით ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ პუტინს და მის რეჟიმს 2017 წლიდან განსაკუთრებით შეუყვარდა საქართველო და ქართული მოსახლეობა.





გაზიარება და მოწონება