2016-12-02 15:06:26
ძიძიგური მედიას: თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე პუნქტით გააუფასუროთ ლარი (ვიდეო)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზივიად ძიძიგური ლარის კურსის დაცემას ემოციურ ფონს და "იმ აჟიოტაჟს" უკავშირებს, რომელიც მისი თქმით, ბოლო დღეების მანძილზე შეიქმნა. როგორც ზვიად ძიძიგურმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, აჟიოტაჟის შექმნაში მედიაც მონაწილეობს - "...შეგიძლიათ რამდენიმე პუნქტით გააუფასუროთ ლარი რაღაცა დროის განმავლობაში" განაცხადა ძიძიგურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

"ემოციური ელემენტი უნდა გამოეცალოს ამ ყველაფერს და ასეთ შემთხვევაში ყველაფერი დადგება თავის ზომაზე და რიგზე" აცხადებს ძიძიგური 

ამავე თემაზე