2013-04-12 11:14:42
უკრაინიდან „ქართველი კანონიერი“ ქურდი გააძევეს
უკრაინიდან დღეს ქართველი „კანონიერი ქურდის“ ბაგრატ ფანცულაიას დეპორტაცია განხორციელდა. 38 წლის ქართველს კრიმინალურ სამყაროში \"მარატ სუხუმსკის\" ზედმეტსახელით იცნობენ. ფანცულაია უკრაინის დედაქალაქში
მიგრაციული რეჟიმის დარღვევის გამო დააკავეს. განჩენის მიხედვით „კანონიერ ქურდს“ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა ხუთი წლით აეკრძალა. ფანცულაია მარტვილის რაიონში დაიბადა. ის კანონიერ ქურდად მოსკოვში 2000 -იანი წლების დასაწყისში, სოხუმური და ქუთაისური კლანის გავლენიანმა ე.წ. კანონიერმა ქურდებმა \"აკურთხეს\".
\"მარატ სუხუმსკი\" პატიმრობიდან გასულ წელს გათავისუფლდა. მან 9 წლიანი სასჯელი ძარცვისათვის მოიხადა.
ამავე თემაზე