ყველა სიახლე
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
თავდაცვა
რეგიონები
ჯანდაცვა
სპორტი
2013-07-26 23:47:48 ლგბტ პირების უფლებები შეზღუდულია -ზურაბიშვილი

დავით ზურაბიშვილი ჯერ კიდევ მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნის დროს აცხადებდა რომ ლგბტ პირების უფლებები იზღუდება და აცხადებს რომ მათი დისკრიმინაცია ამ ნიშნით მიურებელია. ზურაბიშვილის აზრით არანაირი პროპაგანდა ადამიანს ორიეტნაციას არ შეაცვლევინებს „ რა თქმა უნდა. შეეზღუდათ კი არა, თქვენ ნახთ, რომ 17 მაისს ასეთმა ადამიანებმა ძლივს გაასწრეს ცოცხლებმა. სხვა საქმეა, მე პირადად მომწონს თუ არა ჰომოსექსუალიზმი მე შეიძლება არ მომწონდეს და ვთქვა, რომ ეს ცოდვად მიმაჩნია, მაგრამ რა ვუყოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთებად დაიბადნენ? ამას მარტო მე კი არ ვამბობ ეს განაცხადა პრემიერ -მინისტრმაც. ჩვენი პრემიერი, მე მგონი, არ არის ეჭვმიტანილი რაღაც ანტიქართულ ქმედებებში. მტავრობის სხვა წევრებმაც იგივე განაცხადეს. ასე რომ ამ ადამიანებს კონსტიტუციური უფლება აქვთ, ჩაატარონ აქცის, ისევე როგორც სხვა ადამიანებს ჰქონდათ ამ აქციის საწინააღმდეგო აქციის ჩატარების უფლება, მაგრამ მათი ეს უფლება დამთავრდა იქ, სადაც დაიწყო ძალადობა. ლგბტ საზოგადოების წევრები ისეთივე მოქალაქეები არიან ჩვენი ქვეყნისა , როგორც ჩვენ. არ შეიძლება მათი დისკრიმინაცია ამ ნიშნით. ასევე მაინსტერესებს რას ნიშნავს სიტყვა პროპაგანდა. რაც უნდა პროპაგანდა გამიწიოს ვინმემ, ქალი აღარ მომეწონება და კაცებისკენ გამიწევს გული?ან სადმე თუ გინხავთ თქვენ ადამიანი, რომელმაც პროპაგანდის გამო სექსუალური ორიენტაცია შეიცვალა? ასეთად უნდა დაიბადოს ადამიანი. „ განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „ საქართველო და მსოფლიოსთან“ საუბრისას



გაზიარება და მოწონება
კომენტარები
პირველი რადიო - პირდაპირი


www.wsa.ge