2016-06-13 11:56:13
„მასმედია უმკაცრესად უნდა გააკონტროლოს!.. მათი პარპაში უნდა აღიკვეთოს!

ლევან ვასაძის განცხადებით  ტელევიზიები  საქართველოს დაუძინებელი მტრები არიან. ვასაძე ამბობს რომ, ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს მასმედია მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.

‘’რუსთავი 2’’- ისთვის ძალიან დიდი პატივია ასეთ რანგში აყვანა ...’’რუსთავი 2’’, ისევე  როგორც ‘’ იმედი ‘’  და ნაწილობრივ ‘’ პირველი არხი ‘’  სხვა დანარჩენ ე.წ . მეისრტიმ ქართული მედიის წარმომადგენლებთან  ერთად , არის საქართველოს დაუძინებელი მტერი ! ‘’ რუსთავი 2’’  არის ერთ- ერთი ყველაზე  უფრო ბნელი  წარმომადგენელი იმ დეკადენსის , ქართული ეკლესიის აბუჩად აგდების , ეროვნული ტრადიციების შეურაცხყოფის  საქმეში რაც ნიადაგ გვესმის ! ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს , მასმედია უმკაცრესად უნდა გააკონტროლოს  ე.წ.  უფლებადამცველები უნდა ვაჭყივლოთ  და საქართველო ამ ჭინკების ე.წ. თავისუფლების რეიტინგებში  უნდა ჩამოვაქვეითოთ ! ეს უნდა გავაკეთოთ არა იმიტომ ,რომ ფანატიკოსი  დიქტატორები ვართ , არამედ იმიტომ ,რომ სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის ყალბი დროშის ქვეშ დგანან . მყრალი ლიბერალები , რომლებიც ჩვენს ერს ანადგურებენ ! ჩვენი ერი  სწორედ ლიბერალური  იდეოლოგიის  წყალობით არის გადაშენების გზაზე ! ყველაზე გარყვნილი , ყველაზე უსინდისო , ყველაზე ბინძური ადამიანები სატელევიზიო ეკრანებიდან  გამუდმებით შხამავენ ჩვენს შვილებს , მთელ ქართველ ერს  და მათი პარპაში უნდა აღიკვეთოს ! ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს ამის განცხადებისა ! ‘’ - აცხადებს ასავალ-დასავალთან ინტერვიუში ვასაძე

ამავე თემაზე