2013-04-10 15:10:57
„ივანიშვილის განცხადება საფუძველს მოკლებულია“ - მეუფე სერაფიმე
ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სასულიერო პირები აფასებენ. ბორჯომ ბაკურიანის მიტროპოლიტი ამბობს, რომ დღეს ეკლესიაში არანაირი პრობლემა არ არსებობს. მისივე, თქმით ეკლესია დამოუკიდებელია და სახელმწიფოსთან კარგი ურთიერთობა აქვს.

„საკითხის ასე დაყენებაას მართებულად არ ვთვლი. არანაირი პრობლემა დღეს ეკლესიაში არ არის. ეს რა თქმაუნდა ასე არ არის. პრობლემა მაშინ ითქმება, როდესც ვინმე ან რამე არ აკეთებს რაიმე საქმეს. ეკლესია არის ერთ ერთი პირველი და მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნის ერთიანობის. ვფიქრობ, რომ პრემიერის განცხადება საფუძველს მოკლებულია. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დღეს ძალიან კარგი ურთიერთობაა. მე ვფიქრობ, რომ ეს კავშირი უფრო გაუმჯობესებდა, ამაში დარწმუნებული ვარ. არის გარკვეული ძალები, რომლებიც ცდილობენ დაძაბონ ურთიერთობა და ცდილობს ეკლესიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა გააფუჭოს. რა თქმა უნდა ეკლესია დამოუკიდებელი უნდა იყოს. ფაქტია, რომ ეკლესიას ჭირდება დახმარება. სახელმწიფო იგივე მრევლია და იგივე მოვალეობა აქვს ერისა და ღვთის წინაშე. ეკლესია დამოუკიდებელი უნდა იყოს, თუმცა ურთერითდახმარება აუციელებელია. სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს შიდა საქმეებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს სახელმწიფოს არ აქვს ვალდებულება ეკლესიის წინაშე. სახელმწიფო ასევე უნდა უზრუნველყოს ეკლესიის დაცვა და არ უნდა დაუშვას ეკლესიაზე თავდასხმა.“ - განაცხადა მეუფე სერაფიმემ. მიტროპოლიტი საქართველოს პრემიერ მინისტრს წინსაარჩევნოდ სასულიერო პირების მიერ არჩევნების გაყალბების აღსაკვეთად გადადგმულ ნაბიჯებსაც ახსენებს.
\"ჩვენ როგორც არ უნდა ვმალოთ და როგორც არ ვეფერებოდეთ ჩვენს ეკლესიას, კარგად ვიცით, რომ იქაც არსებობს პრობლემები და ზოგიერთ შემთვევაში, საზოგადოების წარმომადგენელი ამაზე აკეთებს რეაქციას. ეს ნორმალურია და ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს\", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ამავე თემაზე