2015-12-05 15:19:55
პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები-ილია მეორე

"პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები," - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ საქართველოს პატრიარქმა გააკეთა. ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს მიმართა და მოუწოდა, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს განცხადება, პატრიარქმა  რუსთაველის თეატრში გაახმაურა, სადაც მსჯავრდებული ქალბატონების მონაწილეობით სპექტაკლი დაიდგა.წარმოადგენას, პატრიარქის გარდა, პრემიერი, მინისტრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.ატრიარქმა სპექტაკლში მონაწილე პირები და პრემიერ-მინისტრი დააჯილდოვა. თავად ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს და სასჯელაღსრულების მინისტრ კახი კახიშვილს მადლობა გადაუხადა. 

 

ამავე თემაზე