2015-08-22 17:30:57
შემცირებული ექსპორტი და იმპორტი-საქასტატის მონაცემები

2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5573 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია-აღნიშნულ ინფორმაციას საქასტატი აქვეყნებს. უწყების მეირ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით,  აქედან ექსპორტი 1269 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4305 მლნ. აშშ დოლარს (11 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ივლისში 3036 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2010-2015 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით. 

უწყების ცნობით, 2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1724 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 340 მლნ. აშშ დოლარი იყო (0,4 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 1383 მლნ. აშშ დოლარი (3 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 31 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 27 პროცენტი და იმპორტში 32 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ივლისში შესაბამისად 26, 21 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 34 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ივლისში 32 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-ივლისში 1557 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 23 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 492 მლნ. აშშ დოლარი (44 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1065 მლნ. აშშ დოლარი იყო (6 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 39 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ივლისში შესაბამისად 31, 53 და 24 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-ივლისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 19 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ივლისში 8 პროცენტი). ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში.

2015 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (870 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (468 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (421 მლნ. აშშ დოლარი).

 

 
ამავე თემაზე