2015-08-03 14:35:22
ნინო ბურჯანაძეს უკრაინაში შესვლა აეკრძალა (დოკუმენტი)

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლმენტის ექს სპიკერს ნინო ბურჯანაძეს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ამის მიზეზი კი ბურჯანაძის მოსკოვში, რუსეთის დიუმის თავმჯდომარესთან ნარიშკინთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებები გახდა. ამ განცხაებების გამო, ბურჯანაძისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვის მოთხვნით, ქვეყნის საგარეო უწყებას რამდენიმე ორგანიზაციამ მიმართა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნა საგარო უწყებამ შესამოწმებლად უშიშროებას გადაუგზავნა, ვინაიდან ის გადამოწმებას მოითხოვდა, რამდენად შეიცავდა ნინო ბურჯანაძის განცხადებები ანტიუკრაინულ შინაარსს.  უშიშროებიდან მიღებული პასუხის შემდეგ საგარეო უწყებამ "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერს უკრაინაში შესვლა აუკრძალა.

ამავე თემაზე