"არცოდნა არ ცოდვაა. კაცმა პატიოსნად აღიარა, რომ უწმაწურ ცხოვრებას არ ეწევა" - ქუცნაშვილი ჯაჭვლიანის განცხადებაზე
2015-07-22 18:31:17 · ამობეჭდვა

პარლამენტის სხდომაზე სოსო ჯაჭვლიანის განცხადება დილიდან შეფასებების თემაა მედიასა და სოციალურ ქსელებში. ჯაჭვლიანის განცხადებას კოლეგა დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ეხმაურება და ფიქრობს, რომ ჯაჭვლიანმა EBRD-ის მნიშვნელობა არ იცოდა და ამაში ის პრობლემას ვერ ხედავს. "არცოდნა არ ცოდვაა. კაცმა პატიოსნად აღიარა, რომ უწმაწურ ცხოვრებას არ ეწევა," - აცხადებს დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი.





გაზიარება და მოწონება