სიახლეები
მთავარი სიახლე
2015-07-16 11:39:45
„მე ჟურნალისტიკა მესმის მიუკერძოებელი"..- ვიცე- სპიკერის გამოხმაურება ჟურნალისტების აქციაზე

ჟურნალისტების მიერ საოკუპაციო ზოლთან მოწყობილ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ. კობახიძის თქმით, ეს აქცია "გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის" მიერ იყო ანგაჟირებული.

„მე ჟურნალისტიკა მესმის მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და არა რომელიმე პარტიული ჯგუფის ინტერესების განმახორციელებელი. სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგში შედიოდა. რა თქმა უნდა, აზრის გამოხატვა ყველას კონსტიტუციური უფლებაა და კანონის შესაბამისია, მაგრამ როდესაც ამ ყველაფრის უკან, სავარაუდოდ, იკვეთება და ფაქტია, რომ ფიქსირდებოდნენ სწორედ პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ცხადია და აშკარაა. მე არ ვამბობ, რომ ისინი არ არიან პატრიოტები და არ უყვართ თავისი სამშობლო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს გარკვეული პოლიტიკური ძალის მიერ იყო ანგაჟირებული. ამასთან დაკავშირებით მე ჩემი აზრი გამოვხატე. ძალიან კარგია, თუ თქვენს მიმართ დაკვეთა არ ყოფილა, მაგრამ სამწუხაროდ, არიან მედია საშუალებები და ჟურნალისტები, რომლებიც დაკვეთას პირდაპირ ასრულებენ და ეს რეალობაა“ - აცხადებს კობახიძე.

ამავე თემაზე