2015-02-23 17:27:35
ირმა ინაშვილის ლექსი კომკავშირზე-მოდის კომკავშირი! წითელი მანდატი - სისხლით დაფერილი სპეტაკი ოცნება"

სოციალურ ქსელში დღეს ჟურნალ "ცისკარის" 1987 წლის ერთ-ერთი ნომრის ფოტოები ვრცელდება, სადაც ირმა ინაშვილის ლექსი "მოდის კომკავშირია!" დაბეჭდილი. "პირველი რადიო" ინაშვილს კომენტარისთვის დაუკავშირდა, არის თუ არა ეს ლექსი მართლაც მისი დაწერილი და როგორ მოხვდა ის სოციალურ ქსელში. ინაშვილი ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდა, თუმცა მოგვიანებით ჩვენს სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.

 

"მოდის კომკავშირი! წითელი მანდატი -

სისხლით დაფერილი  სპეტაკი ოცნება -

მზისკენ გაფრენილი გმირული დღეები 

ტყვიების მარულით, არად საფიცარი 

სახელი-მამული! მოდის კომკავშირი

-ფოლადად ქცეული, ამ გოგო-ბიჭების

სახელით ქებული. ათასი სურვილით,

ათასი იმედით, ცოცხალი ვარდებით,

ცოცხალი იებით. სალამი,სალამი

ფიქრებო ბორისის,

ეს მირზა გვეძახის - მისი ხმა მოისმის.

თქვენია,თქვენია სუყველა ღიმილი,

კვლავ გულზე გიბრწყინავთ მზე ოქროს ღილივით!"

ამავე თემაზე