2014-11-25 12:19:55
აქციები სააკაშვილის ბიბლიოთეკის წინააღმდეგ

თავისუფალი თაობის ლიდერი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დახურვას ითხოვს. „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლადო სადღობელაშვილი განმარტავს თუ რატომ არ უნდა არსებობდეს სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა თბილისის ცენტრში. „როცა საზოგადო მოღვაწე აარსებს ბიბლიოთეკას ეს გასაგებია, მაგრამ კრიმინალის დაარსებული არაფერი გვინდა... როგორც ვიცი ბევრი სტუდენტი სარგებლობს მისით და ეს სახიფათოა, ერთგვარი იდეოლოგიაა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ... ეს ბიბლიოთეკა არის ნაციონალების ბუდე, იქ ტარდება ყველა სატელიტი არასამთავრობობების შეკრება და პრეზენტაცია. აქვე გეტყვით ინფორმაციას, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ. იცოდით რომ ბიბლიოთეკის 80 % რუსული წიგნია... რომელი ილია ჭავჭავაძე მყავდა სააკაშვილი, ცოცხალი კრიმინალის სახელობის ბიბლოთეკა არის ქვეყნის შეურაცხყოფა. ამ თემის წინ წამოწევას ვაპირებთ და სერიოზულ აქციებს მოვაწყობთ...  ჩვენ არ ვართ ბიბლიოთეკის წინააღმდეგი, სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკის მომხრე არ ვართ. ნაცხროვის თავშეყრის  ადგილს ქალაქის შუა გულში ვერ ავიტანთ, იქ ყველა კომფორტულად გრძნობს თავს, ბარნოვიც იქ ზის. გინდ ნაციონალური მოძრაობის ოფისი ყოფილა, გინდ ეგ ბიბლიოთეკა“- განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა „ალიასთან“ საუბარში

ამავე თემაზე