2014-11-22 00:49:38
EXCLUSIVE: ბენდუქიძის დაკრძალვას მისი ქალიშვილი დაესწრება

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დაკრძალვის ცერემონიას მისი ქალიშვილი დაესწრება. ანასტასია, რომელიც დედის გვარს ატარებს და გონჩაროვაა, თბილისში უკვე ჩამოვიდა. კახა ბენდუქიძეს ხვალ მის მიერ დაარსებული თავისუფალი უნივერსიტეტიდან გამოასვენებენ და ოჯახის გადაწყვეტილებით კუკიის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ. კახა ბენდუქიძე გულის შეტევით, 58 წლის ასაკში, მოულოდნელად ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე