2014-09-18 15:09:12
ხეების გადაბელვა თავისუფლების მოედანზე - რა შუაშია პანორამა თბილისი

ცოტა ხნის წინ „პირველ რადიოს“ თავისუფლების მოედანზე გადაღებული ფოტოები მიაწოდეს, ფოტოზე აღბეჭდილია ყოფილი ცეკავშირის შენობის წინ პუშკინის სკვერი, სადაც ხეების გადაბელვის პროცესია აღბეჭდილი. ფოტოს ავტორის განცხადებით ადამიანები რომლებიც ხის გადაბელვის სამუშაოებს ასრულებდნენ, ცდილობდნენ მისთვის ხელი შეეშალათ, მისივე თქმით მანვე გამოთქვა ეჭვ,ი რომ მიმდინარე სამუშაოები პანორამა თბილისის კომპლექსის მშენებლობას უკავშირდებოდეს, სწორედ ცეკავშირის შენობის ყოფილ ადგილზე მიმდინარეობს ერთ-ერთი სასტუმროს მშენველობა, რომელიც პანორმა თბილისის კომპლექსისის ერთ-ერთი ნაწილია. რას ემსახურება ხეების გადაჭრა ამის გასარკვევად „პირველი რადიო“ მერიას დაუკავშირდა სადაც განგვიცხადეს, რომ მიმდიანარეობს 5 ჭადრის გადაბელვა, იმის გამო, რომ მათი მდგომარეობა დაზიანებული იყო და ხეები მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

ამავე თემაზე