„ცუდი სიზმარი ვნახე, ამიტომ ფრთხილად ვიყავი... ხბო ეკლესიაში შევარდა“
2014-09-06 00:12:15 · ამობეჭდვა

დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ ის სიზმრებს ნახულობს და ყველაფერი, რომ ფურცლებზე გადაიტანოს ტომეული გამოვა. სპორტსმენი, მსახიობი და პოლიტიკოსი ამბობს, რომ მას ძირითადად ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნანახი სიზმრების ჯერა. ჯაჭვლიანი ამბობს, რომ ის მთელი ცხოვრება გრძნობს, რომ რაღაც ძალა უკან დაყვება და როცა საფრთხე ელის მას იცავს. სოსო ჯაჭვლიანი ერთ-ერთ ასეთ შემთხევასაც იხსენებს. „სანამ ფილმ „სვანის“ გადაღებას დავიწყებდით ოპერატორი გიორგი ბერიძე, ფილმის მეორე რეჟისორი სპარტაკ ფარჯიანი, ჩემი ძმა ბადრი და ბიძაშვილი, ჩემი „ლექსუსით“ უშგულში წავედით, რომ გადასაღები ობიექტები შეგვერჩია. წინაა დღეებში ცუდი სიზმარი ვნახე, ამიტომ ფრთხილად ვიყავი. უშგულში ჩემი ახლობელი დავით რატიანი დაგვხვდა, სუფრა გაგვიშალა, იმ დღეს საშინელი წვიმა წამოვიდა, იქიდან, რომ წამოვედით და სოფელ იფრარს მივუახლოვდით მანქანა გაჩერდა, აღარც წინ მიდიოდა და აღარც უკან. ძმამ მითხრა: ბიჭო ფანჯრიდან გადაიხედეო, გადავიხედე და გავგიჟდი, წვიმისგან გზა იყო ჩამოშლილი და მხოლოდ ერთი კუნძი ეგდო. მანქანის ორივე საბურავი და წინა მხარის ერთი საბურავი ჰაერში იყო, კუნძზე მხოლოდ ერთი საბურავი იყო გაჩერებული, მანქანა უკან, რომ წამოსულიყო მაშინვე ხრამში გადავარდებოდით. ავტომობილს წონასწორობა, რომ შეეჩერებინა, არ გადმოვსულვარ, ფანჯრის მინა ჩავწიე და ყველა ვინც მანქანაში იჯდა ფანჯრიდან გადავიდა, მე ბოლოს გადმოვედი... მესტიაში, რომ ჩავედით წმ . გიორგის ეკლესიაში ვილოცეთ და ხბო შევწირეთ. იმ დღეს ერთი დაუჯერებელი რამ მოხდა, ლოცვის შემდეგ ჩემმა დეიდაშვილმა მანქანიდან ხბოს გადმოყვანა, რომ სცადა, გაიქცა და პირდაპირ წმ. გიორგის ეკლესიაში შევარდა“- აცხადებს ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში სოსო ჯაჭვლიანი

წყარო „სარკე“





გაზიარება და მოწონება
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე