2014-09-01 10:57:50
რეჟისორის მკვლელობის ახალი დეტალები-რატომ მივიდა მკვლელობიდან რამდენიმე წუთში „სუს“-ი sky bar-ის დირექტორთან

sky bar-ის დიჯეისა და რეჟისორის, დაჩი დარჩიას მკვლელობიდან რამდენიმე წუთში sky bar-ის დირექტორთან „სუს“-ის თანამშრომლები მივიდნენ. ამის შესახებ „პირველ რადიოს“ „ქრონიკა+“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ განუცხადა. მისი განცხადებით ამ ტიპის საქმეს კრიმინალური პოლიცია იძიებს და არა „სუს“-ი, შესაბამისად მათი ჩარევა მკვლელობიდან რამდენიმე წუთში კითხვებს ბადებს. ელისო კილაძის ინფორმაციით sky bar-ის დირექტორი ნასამართლევია. მან საპყრობილე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეწყალებით დატოვა, რაც ასევე ეჭვს აჩენს ხომ არ მოხდა მისი დაშინება ან მასთან გარიგება და რატომ არ ასაჯაროებს გამოძიება ბარის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს. 

ამავე თემაზე