ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
„სი-თი პარკის“ საინფორმაციო კამპანია - თბილისი საცობების გარეშე!
2014-05-02 11:22:51 · ამობეჭდვა

დღეიდან „სი-თი პარკი“ მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომლის მიზანიც ავტომფლობელების პარკირების წესებზე სრული ინფორმირებაა. მძღოლებს მიეწოდებათ სრულყოფილი ინფორმაცია ესენია: ავტომობილის დგომის მეთოდები პარკირების ზონებში; ამკრძალავი ნიშნების განმარტება; ფეხით მოსიარულეთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გათვალისწინება პარკირების დროს; რა შეიძლება მოხდეს პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში და ა.შ.

საამისოდ კომპანიამ სპეციალური საინფორმაციო ბროშურები დაამზადა, რომელთაც „სი-თი პარკის“ წარმომადგენლები თბილისის სხვადასხვა უბნებში ავტომფლობელებს დაურიგებენ.

ამასთან, კომპანიამ მძღოლების წახალისების მიზნით, საუკეთესო კლიენტები გამოავლინა - მძღოლები, რომლებსაც არც პარკირების საშვის შეძენა ავიწყდებათ და არც პარკირების წესებს არღვევენ - მათ „სი-თი პარკი“ პარკირების საშვებს გადასცემს საჩუქრად.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: WWW.CT-PARK.GE, სპეციალურ ველში შეიყვანეთ თქვენი ავტომობილის სანომრე ნიშანი და შეამოწმოთ, ხართ თუ არა კანონმორჩილი კლიენტების ნუსხაში.

აქციის ფარგლებში კომპანია „სი-თი პარკი“ თვის ბოლომდე ორასამდე მძღოლს დაასაჩუქრებს.

საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთვებიან თბილისის ავტო სკოლებიც, სადაც „სი-თი პარკის“ სპეციალისტები მომავალი მძღოლებისთვის პერიოდულად შეხვედრებს გამართავენ და პარკირების წესებსა და მათ მნიშვნელობაზე მოსწავლეებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

„სი-ტი პარკი“ მსგავსი აქტივობებით შეახსენებს თბილისის მოსახლეობას და დედაქალაქის სტუმრებს, რომ მოწესრიგებული პარკირებით ისინი ქალაქში ხელს უწყობენ თავისუფალ საგზაო მოძრაობას, მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

„დაიცავით პარკირების წესები, ნუ შექმნით საცობებს, ნუ დაარღვევთ ფეხით მოსიარულეთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები.

მოწესრიგებული პარკირების სისტემა მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. თბილისში მოწესრიგებულ პარკირებას „სი-ტი პარკი“ უზრუნველყოფს. ჩვენი მთავარი მისია ქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგება-რეგულირებაა“,-ნათქვამია „სი თი პარკის“ რელიზში







გაზიარება და მოწონება