2013-04-04 11:59:14
ექსკლუზივი - ახმედ ზაკაევი: საქართველოში ჩეჩენი მებრძოლები სააკაშვილის გარემოცვას ჩაყავდა
\"სააკაშვილის გარემოცვას ევროპაში მცხოვრები ჩეჩნები საქართელოში ჩაყავდა და ამზადებდა, რათა შემდეგ მათი ჩრდილოკავკასიაში გადასროლა მომხდარიყო.\" ეს სენსაციური განცხადება \"პირველი რადიოსათვის\" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ჩეჩნეთის საველე მეთარმა ახმედ ზაკაევმა გააკეთა. ზაკაევის თქმით საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში აღწერილი ფაქტების ერთი რეალურია. უახლოეს მომავალში დევნილობაში მყოფი ე.წ.იჩქერიის მთავრობა გამოაქვეყნებს დასკვნას ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ. \"ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაიცვლა და მოკლეს რამდენიმე ჩეჩენი მებრძოლი, ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჩვენმა მთავრობამ გამოსცა ბრძანება, რათა მომხდარიყო ამ ინციდენტის გამოძიება, კომისიამ მუშაობა თითქმის დაასრულა, დოკუმენტი მალე გახდება საჯარო\" აცხადებს ახმედ ზაკაევი პირველი რადიოსათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ამავე თემაზე