2014-01-31 18:09:37
სასწრაფოდ: თბილისის მთავრობა მზად არის გადადგეს (video)

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია ურგეხელიძე საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორც სევდია უგრეხელიძე აცხადებს, საქალაქო სამსახურების უფროსები, გამგებლები და მერის მოადგილეები მზად არიან გადადგნენ თუმცა ამისთვის შიხიაშვილმა, რამდენიმე პირობა უნდა შეასრულოს. კერძოდ, ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ გადადგეს თავად დაკავებული თანამდებობიდან და ასევე თანამდებობა დატოვონ კომისიის იმ წევრებმაც, რომლებიც საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით მოხვდნენ და შემდეგ შეიცვალეს პარტია.

„ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მზად ვართ შევასრულოთ ირაკლი შიხიაშვილის ეს ახირებაც და დასახელებული თანამდებობის პირები თანამდებობიდან გადადგნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თანამდებობიდან გადადგება თავად ირაკლი შიხიაშვილი და კომისიის ის წევრები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგინებით მოხვდნენ საკრებულოში და შემდგომ  გადაბარგდნენ „ქართულ ოცნებაში“,-განაცხადა სევდია უგრეხელიძემ

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შივიაშვილი დღეს გამოვიდა ინიციატივით, რომ საქალაქო სამსახურების უფროსებმა, გამგებლებმა თუ მერის მოადგილებმა დატოვონ თანამდებობა.

 

ამავე თემაზე