2022-12-07 17:57:00
ჩვენი სიცოცხლე ღმერთს აბარია, მე ვერ ვიქნები პასუხისმგებელი - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მე ძალიან ბევრი ის მოვისმინე, რომ ბატონი სააკაშვილი თურმე დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო. რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო?, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას თქვა.

შეკითხვაზე იღებს თუ არა ის პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე ასე უპასუხა:

"ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ მე ნამდვილად ვერ ვიქნები, ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი"

ამავე თემაზე